2016 წელს ქობულეთში, მობინადრეთა სასმელი წყლის სრული გამრიცხველიანება მოხდება
07-07-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2016 წელს, ქობულეთის სასმელი წყლის სრული გამრიცხველიანება მოხდება. მოსახლეობისთვის აღრიცხვის კვანძების მოწყობა, მობინადრეთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება შეამცირებს წყლის დანაკარგებს და ქალაქის მცხოვრებთა მხრიდან სასმელი წყლის უფრო რაციონალურ დახარჯვას განაპირობებს“ - განაცხადა guardian.ge-სთან საუბრისას შპს „ქობულეთის წყლის“ ტექნიკური განყოფილების უფროსმა, ზურაბ ბაჯელიძემ.

 


ბაჯელიძის ცნობით, ქობულეთში სასმელი წყლის გამრიცხველიანების პროცესი ძირითადად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ თამარ მეფის ქუჩა, სადაც ამჟამად წყლის ძველი მილებია, წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის შემდეგ კი ქუჩის გამრიცხველიანებაც მოხდება, რის საფასურსაც თავად მოსახელობა გადაიხდის. თანხა 500–650 ლარს შეადგენს.

 


„ქობულეთში თითქმის ყველა აბონენტი გამრიცხველიანებულია, თამარ მეფის ქუჩის გამოკლებით, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ოქტომბრის თვეში გეგმავს წყლის სისტემის შეცვლას და ამის მერე მოგვეცემა საშუალება, რომ დავაერთოთ აბონენტები ქსელზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს ქობულეთი სრულად გამრიცხველიანდება.

 

 

რაც შეეხება დაზიანებებს, წელს 112 დაზიანება აღმოიფხვრა სრულად, შარშან კი 240. შპს „ქობულეთის წყალი“ სრული დატვირთვით მუშაობს იმისთვის, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეექმნება აბონენტს, დროულად იქნას მოგვარებული. ამ წუთებშიც ჩვენ სანიაღვრე სისტემის მომსახურებას ვახორციელებთ“, - განუცხადა ზურაბ ბაჯელიძემ guardian.ge-ს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი