საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, " არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსასმენად მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია".
კვაჭანტირაძის თქმით, არჩილ გეგეშიძის ელჩის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია.
კითხვაზე, განიხილება თუ არა აშშ-ში საქართველოს ელჩად გეგეშიძის შემცვლელად დეპუტატ ჯაფარიძის კანდიდატურა, კვაჭანტირაძე პასუხობს, რომ პასუხი არ აქვს.
„ჯერ უნდა განიხილონ, რამდენად საგანგაშოა ბატონი გეგეშიძის კომენტარი. შეიძლება არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. რაც მე ვნახე მის განცხადებაში, მოსასმენად ეს მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა “არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.