კონსტანტინ კოსაჩევი: ჯონ ქერი საქართველოში დაღონებული ქართველების გასამხნევებლად ჩავიდა
07-07-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დაღონებული ქართველების გასამხნევებლად ჩავიდა.

 

 

ამის შესახებ მან „ინტერფაქსს“ განუცხადა.

 

 

კოსაჩევი ჯონ ქერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას უცხადებს, რეალურად არ მიიჩნევს.

 

 

„ეს განცხადება არ უნდა შევაფასოთ, როგორც გადამწყვეტი ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში რეალურად გაწევრიანების  გზაზე. პირველ რიგში, ამ ვალდებულების შესრულების გზაზე ძველებურად არსებობენ სერიოზული მოწინააღმდეგეები ევროპაში. რუსეთის სანქციებისგან განსხვავებით, აქ არ იქნება ერთსულოვანი შედეგი, თუკი საქმე კენჭისყრამდე მივა“,-განაცხადა კოსაჩევმა.

 

 

მისი აზრით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ს პოტენციური წევრობა რუსეთისთვის სპეციალურ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს.

 

 

„სერიოზულად რომ ვთქვათ, ასეთი ნაბიჯის მხარდაჭერას, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდგომ, რასაც ევროპაში ბევრი თვლის, როგორც რუსეთის პასუხს უკრაინის მხრიდან დასავლეთის მიმართულებით სვლაზე, ყველა ვერ გაბედავს“,-განაცხადა კოსაჩევმა.

 

 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობები აშკარად გააცია.

 

 

„ეს შენიშნეს თვით კავკასიის რესპუბლიკაშიც - აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო ბიუროს დირექტორის,  ჯეიმს კლეპერის ყოველწლიურ მოხსენებაში „გლობალური საფრთხეების შეფასება“, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დასავლეთთან დაახლოების ტემპის შეჩერებამ, განსაკუთრებით კი ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ, შექმნეს უფრო მეტად სავარაუდო შესაძლებლობა იმისა, რომ თბილისმა შესაძლოა შეაჩეროს ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩავიდა ჯონ ქერი საქართველოში, რათა  დაღონებული ქართველები გაამხნევოს და  მათ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის სტილში დაჰპირდეს: „გამაგრდით, დასავლეთი თქვენ დაგეხმარებათ“,-აცხადებს კოსაჩევი.

 

 

როგორც ჯონ ქერიმ გუშინ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ მხარს უჭერს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს ყველა წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ  საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თვითონ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ქართველ ხალხს ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი