დავით ბაქრაძე: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია
07-07-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

 

 

მისი თქმით, 4 ივლისს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ანგარიშს.

 


„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE-ს მომავალ სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი, თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო საკითხთა კომიტეტის პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა და ძალიან პოზიტიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროცედურულად ეს საკითხი თანამიმდევრულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღებას მხარი დაუჭირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი