საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები მიიღო.
მხარეების განცხადებით, საქართველოს და მექსიკას ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება მრავალი მიმართულებით შეუძლია. მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრთა თქმით, მათი ქვეყანა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობითაა დაინტერესებული.
კონგრესის წევრები დაინტერესდნენ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული რეფორმებით, მათ შორის, ანტიკორუფციული და საგადასახადო სისტემის რეფორმებით. მხარეებმა კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს და მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გაბრიელა კუევას ბარონმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
კონგრესის დელეგაციის მიღებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტა ბარსენასთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.