პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.
დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გერემოს არსებობა.
მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, როგორც არა ერთ ქვეყანაში, საქართველოშიც გარკვეულწილად რუსული პროპაგანდა პრობლემას წარმოადგენს.
როგორც დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, დაუშვებელია მედია ავრცელებდეს სიძულვილის ენას, ახალისებდეს ძალადობას და მოუწოდებდეს ამბოხისკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს, რისთვისაც დავით უსუფაშვილმა დუნია მიატოვიჩის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.