შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.
ამის ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია.
„სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, როგორც ძალადობა, ასევე მსხვერპლი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას განზრახული აქვს 10 ივლისს, პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამის საწინააღმდეგოდ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.