ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე კენჭისყრა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების შემდეგ გაიმართება.
ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელსაც ევროპარლამენტი აქვეყნებს.
ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრამდე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საკუთარ დასკვნებს გადაუგზავნის.
დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი დაწესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ უდიდესი სამუშაო შეასრულეს და ახლა შედეგები უნდა დაინახონ. ვუსურვებ ქართველ ხალხს შემდგომ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაშ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.