პოლიციამ შეერთებულ შტატებში, მინესოტაში შავკანიანი მამაკაცი მოკლა იმ დროს, როდესაც ლუიზიანაში ორი დღის წინათ ასევე შავკანიანის მკვლელობის გამო პროტესტი ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ BBC წერს.
პილანდო კასტილეს მეგობარმა გოგომ მკვლელობის მომენტი სოციალური ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გაუშვა, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი სისხლით არის დაფარული და პოლიციის ოფიცერს მასზე იარაღი აქვს მიდებული.
მეგობარი გოგოს თქმით, მას იარაღი ესროელს მაშინ, როცა იგი მძღოლის მოწმობას მისწვდა.
ეს ინციდენტი, სამშაბთს პოლიციის მიერ მეორე შავკანიანი მამაკაცის ალტონ სტერლინგის მკვლელობის შემდეგ მოხდა. სტერლინგის მკვლელობას უკვე ორი დღე და ღამეა, რაც ასეულობით ადამიანი აპროტესტებს.
კასტილე, სეინტ პოლის გარეუბანში, ფალქონ ჰაიტში იმის გამო გააჩერეს, რომ ავტომანქანას სინათლის უკანა მაჩვენებელი ჰქონდა დამტვრეული. სანამ მას ესროდნენ, მან ოფიცერს უთხრა, რომ მას გააჩნდა ლიცენზია ეტარებინა იარაღი ეს იარაღი მის მფლობელობაში გააჩნდა, განაცხადა ადგილობრივი მედიის მიერ ლავიშ რეინოლდად იდენტიფიცირებულმა ქალმა.
"თქვენ ესროლეთ 4 ტყვია მას, სერ. იგი ის–ის იყო მის ლიცენზიას და რეგისტრაციას იღებდა, სერ", – აცხადებს რეინოლდი ვიდეოში.
ამ დროს ბავშვი, რეინოლდის შვილი, მანქანაში იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ოფიცერი, რომელიც ამ ინციდენტში იყო ჩართული, შვებულებაშია გაშვებული.
32 წლის კასტილე, მონტესორის სკოლის კაფეტერიაში სუპერვაიზერად მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.