ზვიად კვაჭანტირაძე პრეზიდენტის ვეტოს, პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ელოდება
07-07-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს არ ელოდება.

 

 

“იმის საშიშროება, რომ უნდა დავუბრუნდეთ საარჩევნო საკითხების რეგულირების თემებს, ვერ ვხედავ. არ მჯერა, რაიმე ისეთი სერიოზული არგუმენტი გაჩნდეს, რომელიც განხილვის საწყის ეტაპზე დაგვაბრუნებს. არ მგონია, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტმა ხელი შეუწყოს გარკვეულწილად დესტაბილიზაციას“, - განუცადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

ინტერპატიული ჯგუფი უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

 


პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. შესაბამისად, იმ პარტიათა რაოდენობა იზრდება, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ და ეს დრო ყველა ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტზე გადანაწილდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი