ევროპარლამენტის კომიტეტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცედურის გამარტივებას მხარი დაუჭირა
07-07-2016, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცედურის გამარტივებას მხარი დაუჭირა.

 

 

საკანონმდებლო ანგარიშს, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ავგუსტინ დიას დი მერამ მოამზადა, კომიტეტის 41-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

 

 

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში, ევროკომისია ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვის ინიციატივით გამოვიდა.

 

 

სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის გაძლიერების გეგმა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის დროებით შეაჩეროს უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების დაუსაბუთებელი განაცხადის ზრდა დაფიქსირდება ან მესამე ქვეყანა უარს იტყვის ევროკავშირთან თანამშრომლობაზე რეადმისიის საკითხებში.

 

 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ევროდეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებისთვის გარემოებების ჩამონათვალი იზრდება.

 


ასეთ გარემოებებად ჩაითვლება „რისკების ზრდა ან უშუალო საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისთვის ან შიდა უსაფრთხოებისთვის“, თუმცა ამავდროულად, აღნიშნული რისკები უნდა იყო დასაბუთებული ობიექტური ინფორმაციით, რომელსაც ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები და ევროპოლი წარადგენენ.

 

 

ახალი რეგულაცია ასევე საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიაწოდონ ერთმანეთს და ასევე ევროპულ კომისიას ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებისთვის.

 

 

ასეთ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მესამე ქვეყანას უვიზო რეჟიმი 6 თვით შეუჩერდება. ამ პერიოდის განმავლობაში ევროკომისია ვალდებული იქნება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში, რათა ამ უკანასკნელებმა მიიღონ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის განახლება.

 

 

ევროკომისიას ასევე, უფლება ექნება ამა თუ იმ ქვეყანას ე.წ. შეჩერების მექანიზმი საკუთარი ინიციტივით დაუწესოს.

 

 

ევროდეპუტატების დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება „უკიდურესი“ ნაბიჯი დაუნდა ეფუძნებოდეს მკაცრ და ობიექტურ მონაცემებს.

 

 

გარდა ამისა, ევროკომისია ვალდებული იქნება, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, განაგრძობს თუ არა ქვეყანა ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების სფეროში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი