ვლადიმერ პუტინმა რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ აქცია, განაცხადა ესტონეთის პრემიერ მინისტრმა ტაავი როივასმა "დოიჩე ველესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ იგი შეცვლის უცხო ქვეყნის საზღვრებს ძალის გამოყენებით, და მან [პუტინმა] ეს უკვე გააკეთა უკრაინასა და საქართველოში, უკვე შეკითხვა აღარ არის, რომ მისმა აგრესიულმა ქცევამ რუსეთი საფრთხედ აქცია", – განაცხადა როივასმა.
2016 წლის მაისში როივასმა უკვე მხარი დაუჭირა ნატოს–ს განალაგოს ალიანსის ბატალიონი ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანას ეყოლება "სამოკავშირეო წარმომადგენლობა". ჯერჯერობით, რეგულარული ძალებიდან ნატოს მხოლოდ 41 ჯარისკაცი ჰყავს ესტონეთში, მათ შორის 20 ესტონელი ჯარისკაცია. რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში კი, ნატოს–ს თანახმად, ძალიან მაღალი მზადყოფნის ერთობლივი ამოცანის შემსრულებელ ძალებს 7 დღე დასჭირდებათ ესტონეთში ჩასასვლელად.
შეკითხვაზე, არიან თუ არა შემძლენი მისი ქვეყნის ჯარები თავად დაიცვან ესტონეთი, როივასმა განაცხადა: "ჩვენ გვყავს უნარიანი ძალები. ჩვენ მზად ვართ დავდგეთ მტრის წინააღმდეგ". 2015 წელს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შემდეგ, ესტონეთი ერთ–ერთია ნატოს მხოლოდ 5 იმ წევრიდან, რომელიც თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ეროვნულ თავდაცვას ახმარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.