ექსკლუზივი: „ქართული ოცნება“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვალერი გელაშვილს წარადგენს
07-07-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა guardian.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ მისი წარდგენა იგეგმება.

 


„ჩემთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მე წარმადგენს. როგორც ვიცი, სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ ჩემი წარდგენა გადაწყდა - მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. ოფიციალური წარდგენა როდის მოხდება ჯერ არ ვიცი“.

 


კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია პარტიის ხელმძღვანელ პირებთან, გელაშვილმა უპასუხა, რომ პრემიერ მინისტრთან კონსულტაციებს ამ დღეებში გეგმავს.

 


„პრემიერი დაკავებულია მნიშვნელოვანი ვიზიტებით, თუმცა, რომ მოიცლის გვექნება საუბარი. ვგეგმავ, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი და სახელმწიფოს ძალებით დავეხმარო“, - აღნიშნა guardian.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილმა.

 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვალერი გელაშვილი ხაშურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", თავად მისმა მაშინდელმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. გელაშვილმა მისი მთავარი მოწინააღმდეგე, "ნაციონალური მოძრაობის" სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხა და პარლამენტის წევრი გახდა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი