"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, "იმედია დღევანდელი ჩვენი ამერიკელი მეგობრის ჩამოსვლა მოასწავებს ხელისუფლების შეცვლას, დემოკრატიული არჩევნების გზით, ისე როგორც ხალხს სურს".
"როდესაც თბილისს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ესტუმრა, აღნიშნული პერიოდი დასრულდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლით, 2012 წელს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესტუმრა და ეს პროცესები მაშინდელი ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. იმედია დღევანდელი ჩვენი ამერიკელი მეგობრის ჩამოსვლაც მოასწავებს ხელისუფლების შეცვლას", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.