თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და მოადგილე ნუკრი სარდანაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მოინახულეს სოფ. ჩხარი-ალისუბნის დამაკავშირებელი გზის 1,2 კმ.-იანი მონაკვეთი, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით (400 000 ლარი) დაიგო ასფალტის საფარი და სოფ. ალისუბანი-სკანდის გზის 3, 5 კმ.-იანი მონაკვეთი (დასასრული), სადაც დაიგო ბეტონის საფარი (რეგიონული განვითარების ფონდი - 639 990 ლარი).
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები გასულ წელს დაიწყო. სულ სოფ. ჩხარი-ალისუბნის დამაკავშირებელი გზის 4,2 კმ.-იანი, ხოლო ალისუბანი-სკანდის გზის 7 კმ. -იანი მონაკვეთი აღდგა. საავტომობილო გზების შეკეთებას კი წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა.
მუნიციპალიტეტის გამგეობა ასევე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეზოების მოწყობა ასფალტის საფარით მოხდება.
რეაბილიტაციას 6 მრავალსართულიანი ბინის (რუსთაველის ქ. №100, №102, №104, №108, №114, №122) შიდა ეზო ექვემდებარება. სამუშაოებს შპს „ნიუ ფორსი“ ახორციელებს. ეზოების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 150 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.