ბრიტანელი გენერალი: გოლიათი ნატო იღვიძებს, ხელთულობს დროს, გამოფხიზლდეს მთვლემარე მდგომარეობიდან
07-07-2016, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო–ს ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 8–9 ივლისს იმართება, გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ბრიტანეთის არმიის გადამდგარ გენერალთან, ნატო–ს ყოფილ მაღალჩინოსანთან, სერ რიჩარდ შირეფთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ძირითადი საუბარი ნატო–რუსეთის ურთიერთობას, პუტინის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ნატო–ს მხრიდან აღმოსავლეთ ფლანგზე, კერძოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის განლაგებას და უკრაინის მომავალს შეეხება. მისი ვერდიქტია, რომ ალიანსი სათანადო ნაბიჯების გადადგმაში მოიკოჭლებს.

 

 

guardian.ge გთავაზობთ ბრიტანელ გენერალთან ინტერვიუს სრულ ქართულ თარგმანს.

 

 

"დოიჩე ველე": გენერალო, თქვენს ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში "2017 ომი რუსეთთან" აღწერთ დეტალურ სცენარს რუსეთსა და ნატოს–ს შორის შესაძლო ფართომასშტაბიანი ომის შესახებ. თქვენ ვარაუდობთ, რომ რუსეთი დაიპყრობს ბალტიის ქვეყნებს. რატომ გჯერათ, რომ ეს მოხდება?

 


რიჩარდ შირეფი: პირველ რიგში, ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა, რომ ეს ბელეტრისტიკული ნაშრომია. ეს არის ნატოს გამოსაღვიძებელი მოწოდება, დასავლეთის გამოსაფხიზლებელი მოწოდება. ესაა ის, რომ თუ ჩვენ არ მივიღეთ ცნობად ის დინამიკა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ყირიმის დაპყრობით, აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობით, და ბევრი ის სიგნალი, რომელიც მან გამოაგზავნა, ჩვენ შეიძლება ამასთან მიმართებაში კატასტროფით დავასრულოთ.

 

 

"დოიჩე ველე": რაზე წამსვლელია რუსეთი? სურს პუტინს დასავლეთთან ომი?

 

 

მე ვფიქრობ, პუტინს უნდა რუსეთს შეხედონ, როგორც დიდ სახელმწიფოს. ვფიქრობ, პუტინს უნდა გარანტირებულად იგრძნოს თავი იმით, რომ მას აქვს ის, რასაც შეიძლება უწოდო ბატონობა მის უახლოეს სამეზობლოში. მე არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დასავლეთთან ომი. მაგრამ ამაში არაა საქმე. რაც ჩვენ ვნახეთ პუტინთან მიმართებაში არის ის, რომ იგი უმაღლესი ოპორტუნისტია. მან გამოიყენა ძალა ევროპის საზღვრების შესაცვლელად, როგორც ეს ვნახეთ ყირიმში. და ჩვენ გვესაჭიროება, საკმაოდ მკაფიონი ვიყოთ თავდაცვისა და შეკავების მნიშვნელობის შესახებ, რათა გარანტირებულები ვიყოთ იმაში, რომ არავინ არ შეცდება ანგარიშში.

 

 

 

 

"დოიჩე ველე": თქვენ უყურებთ თქვენ წიგნს, როგორც ნატო–ს გაღვიძების მოწოდებად. ვარშავის სამიტზე ნატო–სგან მოელიან მისი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი ბატალიონის გაგზავნით. ამგვარად, იღვიძებს ნატო?

 

 

ნატო იღვიძებს – გიგანტი ხელთულობს დროს გამოფხიზლდეს მთვლემარე მდგომარეობიდან. ეს არის დასაწყისი, განლაგდეს ძალები ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პოლონეთში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია – ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს დამაჯერებელი ძალებია. ოთხი ინდივიდუალური ბატალიონი, ფორმირების ყოვლისმომცველი სტრუქტურის გარეშე – საბრძოლო მხარდაჭერის, სარდლობის და კონტროლის გარეშე, რომელიც აქცევს 4 ბატალიონს დამაჯერებელ საბრძოლო ძალად – არაფერი სხვა არ იქნება, გარდა პოლიტიკური სიმბოლოსი. ეს არის ჩემი წუხილის საგანი.

 


"დოიჩე ველე": ამგვარად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამას რაღაც უნდა მოჰყვეს და 4 ბატალიონი საკმარისი არ იქნება?

 

 

მე არ ვფიქრობ, რომ 4 ბატალიონი საკმარისია. ვფიქრობ, სულ მცირე რაც გვესაჭიროება, ესაა სათანადოდ დაკავშირებული ბრიგადა. ეს 4 ბატალიონი ალბათ, უნდა გაერთიანდეს, რომ ბრიგადის ფორმირება მოახდინოს. მაგრამ საჭიროა, ის იყოს სათანადოდ ჩამოყალიბებული საბრძოლო მოქმედების ბრიგადა.

 

 

"დოიჩე ველე": აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაგზავნით ნატო გვერდს უხვევს დელიკატურ ხაზს, ცდილობს შეინარჩუნოს ნატო–რუსეთის დამფუძნებელი აქტი – სულ მცირე ფორმალურად. უნდა განაგრძოს ნატომ ეს?

 

 

ნატო–რუსეთის დამფუძნებელი აქტი საუბრობდა იმაზე, რომ არ განთავსებულიყო "მნიშვნელოვანი ძალები" ბალტიის ქვეყნებში. "მნიშვნელოვანი ძალები" არ არის ბატალიონი, თითოეულ ამ ქვეყნაში, რაც საკმაოდ უმნიშვნელო ძალაა. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატო რისკავს ფორმალური შეთანხმებების დარღვევას, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ბატონმა პუტინმა დაარღვია ფორმალური შეთანხმებები. მაგალითად 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის გარანტიას იძლეოდა. მან ნამდვილად დაარღვია ის. ამგვარად, ნატომ უნდა აჩვენოს ნება და ეფექტური შეკავება და კეთილგონიერება.

 

 

"დოიჩე ველე": რუსეთამ ახალახან პოზიტიური სიგნალი გაუგზავნა ნატოს. მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა შეიძლება იფრინონ ბალტიის ზღვაზე ისე, რომ მათზე დამაგრებული ტრანსპოდენრები (მოწყობილობა, რომელიც იღებს რადიო სიგნალს და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის სხვა მიღებულ სიგნალს საპასუხოდ) ჩართული იქნება. ვართ თუ არა მოწმე რუსეთის მხრიდან დე–ესკალაციისა?

 

 

თუკი ამის მომსწრე ვართ, ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია. მაგრამ ამან არ უნდა შეაჩეროს ნატო, აჩვენოს მისი სიძლიერე. მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნამდვილად დე–ესკალაციისკენ ბიძგი იქნება. შეკავების მიზანი სწორედ რომ დე–ესკალაციაა.

 

 

 

 

"დოიჩე ველე": ახლანდელი კრიზისი დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის და უკრაინის ანექსიით. უნდა შეაიარაღონ ნატოს–ს ქვეყნებმა უკრაინა?

 

 

უკრაინას არ ფარავს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე–5 მუხლი, რადგან ის არ არის ნატო–ს წევრი. ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ნამდვილად ამ ქვეყნების უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადასაწყვეტი საკითხია. ნატომ უნდა იმოქმედოს ერთიანად. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ზოგი ქვეყნა უკრაინის მხარადჭერას აძლევს ხმას და სხვები არა, ნატო აღიქმება არაეფექტურად ან გაბზარულად.

 

 

უკრაინა ნატო–ს კარებზე წლებია რაც აკაკუნებს. მას შემდეგ, რაც ყირიმში მოხდა, არის თუ არა რეალისტური, რომ ერთ დღეს ის ნატოს წევრი გახდეს?

 

 

არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია საერთოდ. პირველ რიგში, პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე, უკრაინის ნატო–ში ყოლა, მაშინ როცა მისი დიდი ნაწილები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, ადვილად წარმოშობს ომის გარანტიას. მე–2 საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ნატო–ს დაფუძნების არსი მე–5 თავშია – კოლექტიური უსაფრთხოება, თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე. ამგვარად, სამხედრო ტერმინით, უკრაინის ნატო–თი გაძლიერება ნამდვილი სამხედრო გამოწვევაა. ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ ამის შესახებ. ამგვარად, მე არ ვფიქრობ, რომ რეალურია ვისაუბროთ იმაზე, რომ უკრაინა ნატო–ს წევრი გახდება.

 

 

ე.ი. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო იდგება?

 

 

იდეალურ მსოფლიოში უკრაინას უნდა შევხედოთ ისე, როგორც ფინეთი იყო ცივი ომის პერიოდში – შესაძლებლობით, გაეხედა ორივე მხარეს, აღმოსავლეთის და დასავლეთისკენ. უკრაინას ესაჭიროება დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება. ამ მხარდაჭერამ უნდა აჩვენოს სარგებელი დასავლეთისკენ ყურების, ვიდრე უარყოფითი მხარეები დასავლეთისკენ ყურების.

 


შესთავაზებდით კიევს, იყოს ნეიტრალური?

 

 

რეალობა ისაა, რომ უკვე მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა კიევისთვის, რომ ოდესმე იფიქროს ნეიტრალიტეტზე. ეს კიევის საქმეა. მაგრამ რუსეთის და რუსი სეპარატისტების აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმის მოცემულ მდგომარეობაში, ძნელია დაინახო, როგორ უნდა იმოქმედოს ნეიტრალურად უკრაინამ. მას დასჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ არა ნატო–სი, თუ ის არ იქნება ორმხრივ საფუძველზე აგებული.

 

 


სერ რიჩარდ შირეფი არის ბრიტანეთის არმიის გადამდგარი გენერალი. იგი მსახურობდა ერაყში, ჩრდილოეთ ირლანდიაში და ბალკანეთზე. მან მისი ბოლო წლები ნატო–ს პოსტებზე ოფიცრის მაღალი რანგის ამპლუაში გაატარა. იგი იყო სწრაფი რეაგირების სამოკავშირეო კორპუსის მეთაური და ასევ ეკავა ევროპის უმაღლესი სამოკავშირეო სარდლობის მოადგილის პოსტი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი