ნატო–ს ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 8–9 ივლისს იმართება, გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ბრიტანეთის არმიის გადამდგარ გენერალთან, ნატო–ს ყოფილ მაღალჩინოსანთან, სერ რიჩარდ შირეფთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ძირითადი საუბარი ნატო–რუსეთის ურთიერთობას, პუტინის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ნატო–ს მხრიდან აღმოსავლეთ ფლანგზე, კერძოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის განლაგებას და უკრაინის მომავალს შეეხება.
"დოიჩე ველეს" შეკითხვას –ახლანდელი კრიზისი დაიწყო რუსეთის მიერ ყირიმის და უკრაინის ანექსიით. უნდა შეაიარაღონ თუ არა ნატოს–ს ქვეყნებმა უკრაინა? – ბრიტანელი გენერალი პასუხობს:
"უკრაინას არ ფარავს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე–5 მუხლი, რადგან ის არ არის ნატო–ს წევრი. ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ნამდვილად ამ ქვეყნების უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადასაწყვეტი საკითხია. ნატომ უნდა იმოქმედოს ერთიანად. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ზოგი ქვეყნა უკრაინის მხარადჭერას აძლევს ხმას და სხვები არა, ნატო აღიქმება არაეფექტურად ან გაბზარულად".
მორიგი შეკითხვის – უკრაინა ნატო–ს კარებზე წლებია რაც აკაკუნებს. მას შემდეგ, რაც ყირიმში მოხდა, არის თუ არა რეალისტური, რომ ერთ დღეს ის ნატოს წევრი გახდეს? – საპასუხოდ კი გადამდგარი გენერალი და ნატო–ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს:
"არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია საერთოდ. პირველ რიგში, პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე, უკრაინის ნატო–ში ყოლა, მაშინ როცა მისი დიდი ნაწილები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, ადვილად წარმოშობს ომის გარანტიას. მე–2 საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ნატო–ს დაფუძნების არსი მე–5 თავშია – კოლექტიური უსაფრთხოება, თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე. ამგვარად, სამხედრო ტერმინით, უკრაინის ნატო–თი გაძლიერება ნამდვილი სამხედრო გამოწვევაა. ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ ამის შესახებ. ამგვარად, მე არ ვფიქრობ, რომ რეალურია ვისაუბროთ იმაზე, რომ უკრაინა ნატო–ს წევრი გახდება".
"იდეალურ მსოფლიოში უკრაინას უნდა შევხედოთ ისე, როგორც ფინეთი იყო ცივი ომის პერიოდში – შესაძლებლობით, გაეხედა ორივე მხარეს, აღმოსავლეთის და დასავლეთისკენ. უკრაინას ესაჭიროება დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება. ამ მხარდაჭერამ უნდა აჩვენოს სარგებელი დასავლეთისკენ ყურების, ვიდრე უარყოფითი მხარეები დასავლეთისკენ ყურების", –ასკვნის რიჩარდ შირეფი, რომელიც უკრაინისთვის ნეიტრალური ქვეყნის შეთავაზების საკითხზეც აკეთებს კომენტარს და მიიჩნევს, რომ ეს საკამოდ დაგვიანებულია.
"რეალობა ისაა, რომ უკვე მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა კიევისთვის, რომ ოდესმე იფიქროს ნეიტრალიტეტზე. ეს კიევის საქმეა. მაგრამ რუსეთის და რუსი სეპარატისტების აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმის მოცემულ მდგომარეობაში, ძნელია დაინახო, როგორ უნდა იმოქმედოს ნეიტრალურად უკრაინამ. მას დასჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ არა ნატო–სი, თუ ის არ იქნება ორმხრივ საფუძველზე აგებული," განაცხადა რიჩარდ შირეფმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში, რომლის სრული ქართული ვარიანტიც შეგიძლიათ იხილოთ დაბლა მოცემულ ბმულზე:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.