რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის გენერალურ დირექტორს ფერნანდო ფრაილე გარსიას და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ guardian.ge-ს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ესპანეთის დელეგაციის წევრები რაჭას საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები წარმოადგენდა. გუბერნატორმა სტუმრებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილა.
ესპანური მხარე აქცენტს უწერის საკურორტო ზონის განვითარებზე აკეთებს, რაც ბალნეოლოგიური–სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას და მის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.
"რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მდიდარია კურორტებითა და საკურორტო ადგილებით, სადაც ასამდე სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. გარდა ამისა არსებობს უაღრესად საინტერესო ისტორიულ–კულტურული ძეგლები მღვიმეები, ულამაზესი ტბები და წყალსაცავები. მხარეში არსებული პოტენციალი და მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტები მიმზიდველ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის და ქმნის რეალურ წინაპირობას წარმატებით გავითარდეს ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა", აცხადებენ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.