ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) რიგით 28-ე სამიტი ვარშავაში დღეს ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.
"ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს აჩვენებს, რაც ალიანსის მახასიათებელი ნიშანია თითქმის 70 წლის განმავლობაში", - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნატო-ს მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სამიტზე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიის გაძლიერებისა და ალიანსის საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატანლიონის განლაგების გეგმას, ასევე გადადგამენ ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების კუთხით.
ვარშავის სამიტზე ასევე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ალიანსის როლის გაფართოებაზე.
გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრება მონტენეგრო, რომელიც ალიანსში ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.
ვარშავის სამიტის პირველ დღეს დაგეგმილია პარალელური შეხვედრების გამართვა, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სამიტის მეორე დღე დაიწყება ავღანეთის დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც ავღანეთის პრეზიდენტიც დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრაში, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ.
ნატოს-ს სამიტს ვარშავაში დაესწრება საქართველოს დელეგაციაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე.
ქვეყნის პირველი პირი ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება.
სამიტის ფარგლებში პირველად იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სამუშაო ვახშამს, რომელიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება. ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.
სამიტი დასრულდება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომით და შეხვედრით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები. სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი. პირველად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 1957 წელს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.