"ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს აჩვენებს, რაც ალიანსის მახასიათებელი ნიშანია თითქმის 70 წლის განმავლობაში", - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლინეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) რიგით 28-ე სამიტი ვარშავაში დღეს სწორედ იენს სტოლტენბერგისა და ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.
ნატო-ს მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სამიტზე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიის გაძლიერებისა და ალიანსის საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატანლიონის განლაგების გეგმას, ასევე გადადგამენ ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების კუთხით.
ვარშავის სამიტზე ასევე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ალიანსის როლის გაფართოებაზე.
გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრება მონტენეგრო, რომელიც ალიანსში ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.
ვარშავის სამიტის პირველ დღეს დაგეგმილია პარალელური შეხვედრების გამართვა, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
სამიტის მეორე დღე დაიწყება ავღანეთის დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც ავღანეთის პრეზიდენტიც დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრაში, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ.
ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.
სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.
პირველად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 1957 წელს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.