საერთაშორისო ექსპერტების უილსონის ცენტრის მიმომხილველი მაიკლ კოფმანი ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობებსა და სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში ერთ-ერთი ურთულეს საკითხად რჩება. მისი თქმით, ალიანსში დღეს არსებული რეალობა ისეთია, რომ "ნატო საქართველოს პოლიტიკურად არ მიატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს". ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
„დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, თუ რა ფორმით გააგრძელოს ურთიერთობა საქართველოსთან. ნათელია, რომ ალიანსის რამდენიმე წევრს დღეს, ან უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში ხილვა არ სურს. ამავე დროს ნათელია, რომ მათ არც საქართველოს მიტოვება უნდათ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ. ვფიქრობ, ნატო საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს და კიდევ, ნატოს წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, საფუძველი ჩაუყარონ საქართველოსთან რაიმე ახალი ტიპის ურთიერთობას, რომელსაც არ ერქმევა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ან სამოქმედო რუკა, მაგრამ იქნება უფრო არსებითი, ვიდრე ალიანსისა და საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო საქართველოს პოლიტიკურად არ მიატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ასეთია ალიანსში დღეს არსებული რეალობა. უკრაინამ კი, ჩემი აზრით, თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო უფრო შორსაა წასული იმ გზაზე, რის გავლასაც უკრაინა აპირებს", – განაცხადა მაიკლ კოფმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.