მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ეკონომიკური განვითარების მიმართულებას გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი უხელმძღვანელებენ.
ამის შესახებ აღნიშნული მოძრაობის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.
„ბედნიერი ვარ, რომ გუნდში მყავს უაღრესად მაღალი, კვალიფიციური იურისტ-ეკონომისტები. გიორგი პაპავა, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტია და ირაკლი ყიფიანი, რომელიც ვენეციის უნივერსიტეტის დოქტორანტია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულძაის თქმითვე, მისმა მოძრაობის წევრებმა მოიარეს მთელი საქართველო და ეკონომიკური პროგრამა ისე შეადგინეს.
„ჩვენ შევადგინეთ გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმა მორგებულია ქვეყნის მოსახლეობაზე“,-განაცხადა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.