„ვარშავის სამიტზე ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატო-ს კურსს“,-განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო აწერს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ პატრიებს, რომ როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.