გიორგი ფეიქრიშვილი: თუ „ქართული ოცნება“ წარმადგენს გარდაბანში კანდიდატად, ერთადერთი ამ შემთხვევაში ვიყრი კენჭს, სხვა შემთხვევაში - არა
08-07-2016, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ფეიქრიშვილი მზად არის, კვლავ იყაროს კენჭი გარდაბნის საარჩევნო ოლქში, თუკი მაჟორიტარობის კანდიდატად მას აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნება“ დაასახელებს.

 


როგორც ფეიქრიშვილმა guardian.ge-ს განუცხადა, პარტიის ხელმძღვანელ პირებთან საუბარი აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არ ჰქონია და არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, „ქართული ოცნებიდან“ მის გარდა ვინ შეიძლება იყოს დასახელებული გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატად.

 


"ვინ შეიძლება იყოს ჩემს გარდა არ ვიცი, თავად იციან პარტიაში. მექნება კონსულტაციები და გავიგებთ ყველაფერს. თუ „ქართული ოცნება“ წარმადგენს, ერთადერთი ამ შემთხვევაში ვიყრი კენჭს, სხვა შემთხვევაში - არა“, - აცხადებს გიორგი ფეიქრიშვილი.

 


გიორგი ფეიქრიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა. მან მისი მთავარი მოწინააღმდეგე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა არეშიძე დაამარცხა და პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრიდან მალევე "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნა და საქმიანობა ფრაქცია "დამოუკიდებელ მაჟორიტარებში" განაგრძო. აღნიშნული ფრაქცია პარლამენტში "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივების მხარდამჭერია.

 

 

კომენტარები: 2
#2   მაია
      
ტელეფონით დაპირებები რომ შევახსენე, სამაგიეროდ საყვედური მივიღე - "რატომ მირეკავ არ მცალიაო"
13 ივლისი 2016 08:42
#1   ნინო
      
ამ ადამიანმა არაფერი არ გააკეთა სოფელ თელეთისათვის.სოფელს არა აქვს წყალი,ტრანსპორტი,გზა.გადარიცხული ფული რას ხმარდება კაცმა არ იცის.2015 წელს აგვისტოს თვეში უნდა დამთავრებულიყო სასმელი წყლის შეყვანა სოფელში ,რის გამოც თანხა გადაირიცხა .არც წყალი ჩანს და არც თანხა.არც ამ კაცისგან ჰაერში ნასროლი შეპირებული ტრანსპორტი!!!
9 ივლისი 2016 19:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი