საქართველოს საპარლამენტო პარტიებმა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს
08-07-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის პარტიებმა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს.

 

 

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის ხელმომწერ პარტიებს, პოლიტიკური უთანხმოებების არსებობის მიუხედავად, ერთიანი პოზიცია უკავიათ იმ პრინციპზე, რომ საქართველოს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველი ხალხი ერთგულია ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ეკონომიკურ პოტენციალს, უსაფრთხოებას და რომ საქართველო მიისწრაფვის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული წევრობისკენ.

 

 

„საქართველოს სურს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, მის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანით.

 

 

ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც მის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი სუბიექტები აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

 

 

ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიის გამო და 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო ასი ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა.

 

 

ჩვენ ვიმყოფებით ტერიტორიული დავებით სავსე რეგიონში, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ზონებთან. თუმცა, ჩვენი ადგილმდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული კორიდორი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

 

 

საქართველო არის კეთილმეზობლური ურთიერთობის, თავისუფალი ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული.

 

 

ჩვენ პირველები არასდროს გამოვიყენებთ ძალას ჩვენს სამეზობლოში, თუმცა ამავდროულად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთგული ვართ.

 

 

ჩვენ ველით სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი პარტნიორებისგან ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, რათა საქართველომ მოახდინოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ყველა ევროატლანტიკურ ინსტიტუტში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

 

 

დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები”, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

 

 

ვარშავაში ნატო-ს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას დღეს შეუდგა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი