თინა ხიდაშელი: მაქვს მოლოდინი, რომ შავი ზღვის ახალი უსაფრთხოების ფორმატში საქართველოც იქნება ჩართული
08-07-2016, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვარშავის სამიტმა წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დამყარებისთვის“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კერძოდ კი მინისტრი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის ახალი უსაფრთხოების ფორმატში საქართველოც ჩართული.

 

 

„ვარშავის სამიტმა წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დამყარებისთვის და უკვე სამიტის შემდეგ, პოსტსამიტურ პერიოდში დაიწყება მუშაობა, რათა გაეცეს პასუხი კითხვას - როგორ? აი, ამ პროცესში ვითხოვდით ჩვენ, რომ საქართველო, ისევე, როგორც რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი მჯდარიყო მაგიდის გარშემო და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩვენ სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ამ სისტემაში. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვდით ნატო-ს ფორმატში, სწორედ ნატო-ს აღმოსავლეთის გაძლიერებული უსაფრთხოების სტრატეგიის კვალობაზე, რომ საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო კუთხითაც ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

ვარშავაში ნატო-ს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას დღეს შეუდგა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი