თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს.
უნივერსიტეტში 21 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საარჩევნო პროცესი 17:00 საათზე დასრულდება, ხოლო შედეგები 20:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
თსუ-ში აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნები 11 მაისს გაიმართა, მაშინ უნივერსიტეტმა საბჭოს მხოლოდ 14 წევრი აირჩია. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, უნივერსიტეტს 36-წევრიანი აკადემიური საბჭო ეყოლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.