„ეს არის მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი ნატო-ს სამიტი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გზავნილები“,-განაცხადა მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა გიორგი რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი რუხაძე იმედოვნებს, საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის ქვეყნებში გაიზრდება.
„სამწუხაროდ, საქართველო არ ელოდება საეტაპო გადაწყვეტილებებს ამ სამიტზე. ეს არის მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი სამიტი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გზავნილები. იმედი გვაქვს, ნატო-ს წევრი ქვეყნები დააფასებენ საქართველოს მიღწევებს, გაიზრდება საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის ქვეყნებში და აქ გაიზრდება საქართველოს როლიც. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ არსებითი პაკეტი გაფართოვდება და საქართველო მიიღებს მეტ თავდაცვისუნარიანობას ვარშავის სამიტის ჩართულობით და ნატო-ს წევრი ქვეყნების დახმარებით“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ნატო-ს ვარშავის სამიტი დღეს გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.