იენს სტოლტენბერგი: ნატო ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში მძლავრ, მრავალეროვნულ ბატალიონებს განალაგებს
08-07-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმს სიტყვით მიმართა და ნატო-ს სამიტის უმთავრესს საკითებს გაუსვა ხაზი. "ბოლო წლებში, მსოფლიო დრამატიკულად შეიცვალა, ჩვენ განვაგრძობთ ცვლილებას ამ პროცესებთან ერთად", - განაცხადა მან.

 

 

მიუხედავად ამისა, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მტკიცე კავშირს, რის საფუძველზეც შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რაც სტოლტენბერგის სიტყვებით, არ შეიცვლება, ისევე როგორც "ჩვენი გადაწყვეტილება - დავიცვათ ერთმანეთი".

 

 

"ვარშავაში, ჩვენ ვთანხმდებით გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა აღმოსავლეთით - ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და აქ პოლონეთში. ჩვენ განვალაგებთ, როტაციის საფუძველზე, მძლავრ მრავალეროვნულ ბატალიონს თოთოეულ ამ ქვეყანაში, მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელი ალიანსის სამხედრო ძალებზე თავდასხმა იქნება. ნება მიბოძეთ, მადლობა ვუთხრა კანადას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს, რომ უხელმძღვანელებენ ამ ბატალიონებს", - განაცხადა მან.

 

 

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ასევე პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებს, ამ ბატალიონების მასპინძლობისა და მხარდაჭერისათვის. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატო არ დაეძებს კონფრონტაციას და არ სურს ახალი ცივი ომი.

 

 

"ცივი ომი ისტორიაა და ის უნდა დარჩეს ისტორიაში. ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს რუსეთთან კონსტრუქციული და მრავალმნიშვნელოვანი დიალოგის საწარმოებლად, რომ გავხადოთ ჩვენი განზრახვები ნათელი, გავფანტოთ ყოველგვარი გაუგებრობა, შევამციროთ სამხედრო ინციდენტების რისკი. რუსეთი ჩვენი უდიდესი მეზობელი და ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ამგვარად, მტკიცე დიალოგი არის არსებითი. ეს არის მიზეზი იმისა, რატომ დავაფუძნეთ ნატო-რუსეთის საბჭო, როგორც დიალოგის ფორუმი. ასე რომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს იარაღი ახლა",- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

სტოლტენერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი დაეხმარება თავის პატნიორებს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში "არასტაბილურობის მიზეზების ფესვებთან ბრძოლაში", რომ დაიცვან თავიანთი ქვეყნები და ებრძოლონ ტერორიზმს....

 

 

"ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი პარტნიორების მიმართ აღმოსავლეთით - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისადმი, რომ დავეხმაროთ მათ გარე ზეწოლებისაგან წინააღმდეგობის დაძლევასა და რეფორმების წინ წაწევაში", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ნატო-ს ევროპულ მოკავშირეებსა და კანადაში თავდაცვის ხარჯების მცირე ზრდას ჰქონდა ადგილი.

 

 

"წელს, ჩვენ მოველით ნამდვილ ზრდას 3%-ს თავდაცვის ხარჯების მხრივ ევროპულ მოკავშირეებსა და კანადაში. პოლონეთმა აჩვენა ამის მაგალითი, ხარჯავს უფრო მეტს და ხარჯავს უფრო კარგად. როგორც ალიანსი, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას სწორი მიმართულებით, მაგრამ წინ დიდი გზაა გასავლელი", - განაცხადა სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი