"ყველაზე დიდი რისკი ამ ეტაპზე არის ფასების ზრდა და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ეროვნული ბანკი მიემართა არაპოპულარული გზისთვის, რომელიც ფულის მასის კლებას ითვალისწინებს", ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ "რუსთავი2"-ს ეთერში განაცხადა.
"ეროვნული ბანკის გავლენის სფერო არის ფულის მასა. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. ერთადერთი რამ რაც მას შეუძლია, ეს არის ფულის მასის მატება ან კლება. ეროვნული ბანკის ნაბიჯი სწორი იყო. ყველაზე დიდი რისკი ამ ეტაპზე არის ფასების ზრდა და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ეროვნული ბანკი მიემართა არაპოპულარული გზისთვის, რომელიც ფულის მასის კლებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირებას. ამ შემთხვევაში, თუკი ეროვნულ ბანკს მთავრობა შეეშველებოდა ან გამოყენებული იქნებოდა სხვა გზები, ეროვნული ბანკი იძულებული არ გახდებოდა ამ გზისთვის მიემართა. დღეს გაიწირა ეკონომიკური ზრდა და დასაქმება ეროვნული ვალუტის გადასარჩენად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.