"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი პარტნიორების მიმართ აღმოსავლეთით - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისადმი, რომ დავეხმაროთ მათ გარე ზეწოლებისაგან წინააღმდეგობის დაძლევასა და რეფორმების წინ წაწევაში", - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ბოლო წლებში, მსოფლიო დრამატიკულად შეიცვალა, ჩვენ განვაგრძობთ ცვლილებას ამ პროცესებთან ერთად", - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას ნატო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა.
"ცივი ომი ისტორიაა და ის უნდა დარჩეს ისტორიაში. ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს რუსეთთან კონსტრუქციული და მრავალმნიშვნელოვანი დიალოგის საწარმოებლად, რომ გავხადოთ ჩვენი განზრახვები ნათელი, გავფანტოთ ყოველგვარი გაუგებრობა, შევამციროთ სამხედრო ინციდენტების რისკი. რუსეთი ჩვენი უდიდესი მეზობელი და ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ამგვარად, მტკიცე დიალოგი არის არსებითი. ეს არის მიზეზი იმისა, რატომ დავაფუძნეთ ნატო-რუსეთის საბჭო, როგორც დიალოგის ფორუმი. ასე რომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს იარაღი ახლა",- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენებრგმა აღნიშნა, რომ ალიანსი დაეხმარება თავის პატნიორებს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში "არასტაბილურობის მიზეზების ფესვებთან ბრძოლაში", რომ დაიცვან თავიანთი ქვეყნები და ებრძოლონ ტერორიზმს....
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.