პაატა ბურჭულაძის საარჩევნო დაპირება: პენსია - 250  ლარი, გაორმაგებული სოციალური შემწეობა, საშემოსავლო და მოგების გადასახადები - 15%
08-07-2016, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მოსახლეობას პენსიის 250 ლარამდე ზრდას ჰპირდება.

 

 

ამის შესახებ პარტიის ეკონომიკური განვითარების გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მოძრაობის ლიდერებმა დღეს წარადგინეს.

 

 

მოძრაობის სამოქმედო გეგმა დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სფეროებს ასევე გარემოს დაცვის პოლიტიკას მოიცავს.

 

 

გეგმის მიხედვით, შემცირდება საშემოსავლო და მოგების გადასახადები, კერძოდ, 20%-ის ნაცვლად განისაზღვრება 15%-ით, ხოლო რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდება დაბეგვრისაგან. მეწარმეთა სტიმულირებისთვის გაიზრდება მიკრო და მცირე ბიზნესის განმსაზღვრელი, წლიურ ბრუნვაზე დაწესებულ ლიმიტები. რითიც უფრო მეტი მეწარმე შეძლებს მცირე ბიზნესისათვის განკუთვნილი შეღავათებით ისარგებლოს.

 

 

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადახედვის გარეშე შეუნარჩუნდება მინიჭებული სტატუსი, რაც შექმნის მოტივაციას, უარი არ თქვან ალტერნატიულ შემოსავალზე, ანუ შანსზე, დაძლიონ სიღარიბე.

 

 

გაიზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარებები - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემწეობა 50 პროცენტით, ხოლო პენსია 250 ლარამდე.

 

 

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, „პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, მოხდება მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

 

სოფლის მეურნეობის დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები და სადემონსტრაციო მეურნეობები. განხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების სწრაფი პრივატიზაცია და მიწასთან დაკავშირებული საგადასახადო პოლიტიკის ოპტიმიზაცია. ასევე შემცირდება მიწის გადასახადი და მოხდება განაკვეთის დიფერენცირება მიწის ხარისხისა და დანიშნულების მიხედვით. საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით შეიქმნება ერთობლივი „ქართული“ ბრენდი”.

 

 

რაც შეეხება ეკონომიკური პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად, მყისიერ ცვლილებებს: საშემოსავლო და მოგების გადასახადები იქნება - 15%; მცირე ბიზნესის ბრუნვაზე დაწესებული გადასახადი - 2%; დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი 200 000 ლარი; მიკრობიზნესად რეგისტრაციის ზღვარი 60 000 ლარი და ქონების გადასახადის ზღვარი 80 000 ლარი.

 

 

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაწესდება 4 წლიანი გარანტია სოციალურ სტატუსზე; 50 %-ით გაზრდილი საარსებო შემწეობა; 250 ლარი პენსია და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნობრივი პაკეტი - 240 ლარი.

 

 

ეკონომიკური განვითარების 4 წლიანი გეგმის განხორციელების შედეგად, მივაღწევთ 10 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ასევე მოვიზიდავთ 3 მილიარდამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას; ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზრდება 8 მილიონამდე; კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას გავზრდით 250 000-ით; ყოველი მესამე ღარიბი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს; ბიუჯეტის წილს მთლიან შიდა პროდუქტთან შევამცირებთ 30%-მდე; ბიუროკრატიული ხარჯების წილს სახელმწიფო ხარჯებში შევამცირებთ 27%-მდე“, - აცხადებენ პარტიაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   maia
      
რა უნდა ვთქვა, ამაზე კარგს რას გააკეთებს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თუ გვინდა, ნამდვილად მისაღებია,მთავარია ყველაფერი რეალურად განხორციელდეს
9 ივლისი 2016 12:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი