იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, "ვფიქრობ, არსებობს ჯგუფი, რომელიც ცდილობს, სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში მოიგდოს".
მურუსიძე სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტის დროულად მიღების აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას გამოეხმაურა.
„მართლმსაჯულების მესამე ტალღა პრობლემა არ არის, პირდაპირ გეტყვით, მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმა გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება. რამდენი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული, სანამ რაღაც გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.