ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი 7.2 კმ-იანი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
08-07-2016, 06:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი 7.2 კმ-იანი გზის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

 

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი აქამდე არ ყოფილა. მონასტრამდე გრუნტის გზა მიდიოდა, რომელიც წვიმიან ამინდში გაუვალი ხდებოდა, როგორც ტრანსპორტისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება.

 

 

პროექტის ფარგლებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 2 -ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ბეტონის პარაპეტების და ლითონის თვალამრიდების მოწყობას და გზის მონიშვნის სამუშაოებს.

 

 

საფარის გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 198 099,81 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი