დიმიტრი ქუმსიშვილმა და მექსიკის კონგრესის დელეგაციის წევრებმა შეხვედრისას მექსიკაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრეს
08-07-2016, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული უწყების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გაბრიელა კუევას ბარონი ხელმძღვანელობს.

 


სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შეღავათიან საგადასახადო და სავაჭრო რეჟიმებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

 


"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-მექსიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

 


შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განახლებადი ენერგეტიკა, კინოწარმოება. მექსიკური მხარემ ინტერესი გამოხატა კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ, რომელიც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

 


ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებაზე, მათ შორის, მექსიკაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეღვინეობის სფეროში.

 


შეხვედრაზე მექსიკური მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს მომავალში, მექსიკაში დაიგეგმოს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება შეხვედრები მექსიკის უმაღლესი სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე მექსიკის ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი