მულახის განაშენიანების გეგმის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს
08-07-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ეკა სისაური, სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ნინო გვენცაძე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სათხილამურო კურორტის ბაზაზე მულახის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მულახის ტერიტორიული ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების წინა მოსამზადებელი სამუშაოების და გასავლელი პროცედურების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მულახის ტერიტორიული ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა.

 


მოსახლეობას ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გააცნო მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტში (ამ ეტაპზე 4 თემში: იდლიანი, ჭუბერი, ნაკრა, ბეჩო) ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა გამარტივებული წესით დაირეგისტრიროს მფლობელობაში არსებული მიწები.

 

 

ძირითადი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში. მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები მათ ისტორიულ მფლობელობაში არსებული მიწების შესახებ, რომელიც თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობის არეალშია მოქცეული. მოსახლეობის კითხვები ასევე ეხებოდა დანარჩენი მიწების რეგისტრაციის თემასაც. დამსწრე საზოგადოებას დეტალურად უპასუხეს დასმულ შეკითხვებზე და გააცნეს ის პროცედურები, რომელთა გავლაც მოუწევს მოსახლეობას მიწების რეგისტრაციის მიზნით.

 

 

შეხვედრის შედეგად ორივე მხარე შეთანხმდა, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება მულახის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის სასოფლო–სამეურნეო (სახნავი, სათიბი) მიწის საკადასტრო ნახაზების მომზადება. აღნიშნულ სამუშაოებს უზრუნველყოფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს. მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე აღნიშნულ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი