ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ დაგვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა
08-07-2016, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, დაგვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული შოთა ბროლაძის ოჯახი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 

 

როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბროლაძეების საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად დაიმეწყრა. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახი ევაკუირებულია და მათ საფრთხე არაღ ემუქრებათ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

 

 

"ქობულეთში დილიდან წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად, გამთენიისას, ჩაიკეტა ქობულეთი-ბობოყვათი-დაგვას ცენტრალური გზა და დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.

 

 

გადაუღებელი წვიმის გამო, დაბა ჩაქვში, ხალასა და ჩაისუბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, თუმცა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისათვის სატრანსპორტო მიმოსვლა და ენერგომომარაგება აღდგენილია.

 

 

გამგეობაში სტიქიის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვება-დამუშავება. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 100 107 - ზარი უფასოა" - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი