ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის გაეგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი კიევში. მისივე თქმით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.
“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება. ამაზე დიდი ხნის წინ იყოს ნათქვამი, თუ არ ვცდები საუბარი იყო იანვარ-თებერვლის პერიოდზე, კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.
უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებიან.
ქართველმა მინისტრებმა კიევში შეხვედრები უკრაინელ კოლეგებთან გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.