საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ვარშავაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა.
"აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა.
"გაიმართება NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
ქვეყნის პირველი პირი, დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერმინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.
საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება", - ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.