ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია სამუშაო ვიზიტად ესტონეთში იმყოფებოდა
08-07-2016, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის“ ორგანიზებით, ესტონეთში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია.

 


ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ესტონურმა მხარემ საქართველოს წარმომადგენლებს გააცნო ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

 


დელეგაციის წევრები შეხვდნენ ესტონეთის რესპუბლიკის პარნუს რეგიონის გუბერნატორს, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორს, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორს და ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარეს. ასევე მოინახულეს ევროკავშირის უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმო, ნარჩენების მართვის ცენტრი, წყლის მართვის სადგური და ესტონეთის ელექტრონული მომსახურების ცენტრი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი