ნოდარ ებანოიძე: სავარაუდოდ, ჩემი კანდიდატურა ხარაგაული-ბაღდათის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში განიხილება
08-07-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს ხარაგაული-ბაღდათის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის ეროვნული კომიტეტი იღებს.

 

 

„შესაძლოა,  სადაც  ვიყავი, ისევ იქ  ვიყარო კენჭი. სავარაუდოდ, ჩემი კანდიდატურა ხარაგაული-ბაღდათის ოლქში განიხილება. ამ გადაწყვეტილებას ეროვნული კომიტეტი იღებს“,-განაცხადა ებანოიძემ guardian.ge-სთან საუბრისას.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის წარადგენს „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სიას.

 

 

„შესაძლოა, ამ თვის ბოლოს დამტკიცდეს სია, შესაძლოა – არა“,-განაცხადა მან.

 

 

ნოდარ ებანოიძე ამჟამად ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატია. მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილი მთავარი კონკურენტის დამარცხების შემდეგ საქმიანობა პარლამენტში განაგრძო. ხარაგაულის მოქმედ დეპუტატს კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკვე ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციონერის რანგში მოუწევს საარჩევნო კამპანიის გამართვა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია და „რესპუბლიკელები“ იქ მხოლოდ ფორმალურად, მინისტრების პოსტების დატოვებამდე რჩებიან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი