სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენაში ბრალდებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
08-07-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე–2 კვარტალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხათუნა ბუწაშვილმა მოკვლის განზრახვით პაატა ხუხუას დანით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

 


აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბუწაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ცრუ დასმენის ფაქტზეც. 2015 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულ მერაბ კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ხათუნა ბუწაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გაუერთიანდა ხათუნა ბუწაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეს.

 


თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

 


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხათუნა ბუწაშვილს საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი