სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელის „პირველ არხთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს - ეს არის ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვება და ნატო-ს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„რაც შეეხება განცხადებას, მე მქონდა პატივი მასზე მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარაკება თქვენს ელჩთან, პროცესი დასრულებული და შეთანხმებულია. საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს - ეს არის ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვება, ნატო-ს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები არის განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს, მაგალითად იმას, რომ ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრირებას შავ ზღვაზე, ფართოვდება ინტერესი. იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატო-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება, მაგრამ განცხადება დაადასტურებს, რომ დიალოგი იქნება რეგულარული და მსგავსი დიალოგი არსებობს შვედეთთან და ფინეთთანაც.
„გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო და უკრაინა ჩართული არიან დიალოგში. ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ დიალოგის მაგიდასთან”, - განაცხადა აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.