ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს და ევროკავშირს აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე სხვადასხვა გამოწვევები აქვს.
ამის შესახებ მან ვარშავაში, ევროკავშირსა და ნატო-ს შორის გაფორმებული დეკლარაციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმითვე, ნატო და ევროკავშირი ერთი საფრთხის წინაშე დგანან.
„ჩვენ გვჯერა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების. ახალ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ მეტ დაცულობას, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ნატო-ს, ევროკავშირის თუ ორივე ორგანიზაციის წევრია”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.