გასულ წელთან შედარებით, ატმის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა
08-07-2016, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 7 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2 603 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 466 ტონას შეადგენდა). რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, დაახლოებით 14 ათას ტონამდე ატამია რეალიზებული. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 


"გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

 


ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (69%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (18%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ატამს შპს. ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს.

 

 

,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი