საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება.
ამის შესახებ მან Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიის წარდგენას, ლორთქიფანიძის თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და მალე მოხდება შერჩეული კანდიდატების დასახელება.
„მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, კეთდება ანალიზი, პლუსები და მინუსები კანდიდატების და მოკლე დროში მოხდება შერჩეული კანდიდატების დასახელება“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.