ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა
08-07-2016, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა.

 


"შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს.

 


მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეიქმნას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მეღვინეობის, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუცქციის დაცვის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 


სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 


მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი