„საქართველომ ბევრს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდა", - აღნიშნული განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.
"მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება. საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის სიმწიფის მორიგი დასტური უნდა გახდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალისხმევა რეფორმების ეფექტური დანერგვის კუთხით, სათანადო დაფასებას იმსახურებს. ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ნატო-ში შეუქცევადია“, - განაცხადა რინკევიჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.