საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელ" სენატორ ბობ კორკერს, მოგვიანებით კი კომიტეტის თანათავმჯდომარეს, "დემოკრატ" სენატორ ბენჯამენ კარდინს ესაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სენატორებს მადლობა გადაუხადა რეზოლუციის მიღებისთვის, რომელშიც, აშშ-ის სენატი, ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთ თანადგომას ძალიან აფასებს, განსაკუთრებით, ნატო-ს ვარშავის სამიტის დროს.
პრემიერ-მინისტრმა სენატორები საქართველოში მოიწვია. ბობ კორკერმა და ბენჯამენ კარდინმა, გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სტუმრობა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.