"ქართული ოცნება" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, გოჩა ენუქიძის კანდიდატურას წარადგენს
09-07-2016, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას, როგორც ეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოხდება "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილის დასახელებაც.

 

 

როგორც guardian.ge–სთვის გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის და ონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის მოქმედ მაჟორიტარს, გოჩა ენუქიძეს წარადგენს. ენუქიძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამბროლაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარდგენილი. მან 2012 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი წარმდგენი პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და ხელისუფლების მხარდამჭერი გახდა.

 

 

guardian.ge-მ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გოჩა ენუქიძესთან სატელეფონო კომენტარის ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გოჩა ენუქიძის კანდიდატად წარდგენის თაობაზე კომენტარი ცაგერის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა გააკეთა.

 

 

როგორც მან guardian.ge–ს განუცხადა, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ერთიან საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ გოჩა ენუქიძის კანდიდატურას უახლოეს მომავალში დაასახელებს.

 

 

"თავად მე, აღნიშნულ ფაქტს მივესალმები. მე ენუქიძეს 100%-ით ვუჭერ მხარს. პირველ რიგში, არის ჩემი მეგობარი, არის ჩემი კოლეგა, ოთხი წელია ერთად ვართ, ძალიან კარგი ადამიანია როგორც სამეგობროდ, ასევე საქმესთან მიმართებაში, არის ბიზნესმენი, ძალიან ჭკვიანი, ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული, მე მჯერა რომ ჩემს მუნიციპალიტეტსაც მიმიხედავს და ამიტომ ვდგევარ მის გვერდით. ამ კვირაში ყველაფერი დალაგდება და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება „ქართული ოცნების“ სიები. სხვა კანდიდატურა არ განიხილება, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია არ გამიგია", – განაცხადა სერგო ხაბულიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი